დღეს შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა.
პროექტის მთლიანი საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე,
დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ვფიქრობ.ეს 9 დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩემთვის.ბევრი ვისწავლე გულისხმიერი და პროფესიონალი ტრენერების დახმარებით.ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
Sunday, May 15, 2016
Saturday, May 14, 2016
8 დღე
დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის ბლოგის შეცვლა, ვნახეთ, როგორ შევცვალოთ ბლოგის სათაური, ვისწავლეთ ფურცლების შექმნა, შევქმენით ახალი ფურცლები;ჩემი პროექტი და კონტაქტი,გამოვიტანეთ ფურცლების ზოლი.ჩვენი პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები.
Thursday, May 12, 2016
7დღე
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსეთ პროექტის მსვლელობა;სასწავლო პროცედურები, პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, ნამუშევრების წარმოდგენა, პროექტის დასკვნითი ნაწილი,დიფერენცირებული სწავლება, პროექტისათვის საჭირო მასალა და რესურსები, ბეჭდვითი მასალები, ინტერნეტრესურსები, სხვა რესურსები
Monday, May 9, 2016
6 დღე
დღეს მოსწავლეების როლში ვიყავით.გავაკეთე საპრეზენტაციო დოკუმენტი;კახეთო,ჩემო კახეთო''.ამისათვის დავათვალიერე სახელმძღვანელოში არსებული მოსწავლეთა ნაშრომები.საკუთარი დოკუმენტი მოვათავსე ფოსტის საქაღალდეში.
Sunday, May 8, 2016
5დღე
დღეს გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, ვისწავლეთ სლაიდ-შოუს გაკეთება.ასევე დავწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც უნდა ქონდეთ მოსწავლეებს როგორც საგნის,ისე ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენებით.ჩვენი პროექტის საქაღალდე გადავიტანეთ ფოსტის დისკზე,გავეცანით ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებლივ და ეთიკურ ნორმებს.
Saturday, May 7, 2016
4 დღე
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მიმართულების საკვანძო კითხვების მაგალითები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.
Subscribe to:
Posts (Atom)