Sunday, May 15, 2016

9 დღე

დღეს შევქმენით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა.
პროექტის მთლიანი საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე,
დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ვფიქრობ.ეს 9 დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩემთვის.ბევრი ვისწავლე გულისხმიერი და პროფესიონალი ტრენერების დახმარებით.ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

Saturday, May 14, 2016

8 დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის ბლოგის შეცვლა, ვნახეთ, როგორ შევცვალოთ ბლოგის სათაური, ვისწავლეთ ფურცლების შექმნა, შევქმენით ახალი ფურცლები;ჩემი პროექტი და კონტაქტი,გამოვიტანეთ ფურცლების ზოლი.ჩვენი პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები.

Thursday, May 12, 2016

7დღე

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსეთ პროექტის მსვლელობა;სასწავლო პროცედურები, პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, ნამუშევრების წარმოდგენა, პროექტის დასკვნითი ნაწილი,დიფერენცირებული სწავლება, პროექტისათვის საჭირო მასალა და რესურსები, ბეჭდვითი მასალები, ინტერნეტრესურსები, სხვა რესურსები

Monday, May 9, 2016

6 დღე

დღეს მოსწავლეების როლში ვიყავით.გავაკეთე  საპრეზენტაციო დოკუმენტი;კახეთო,ჩემო კახეთო''.ამისათვის დავათვალიერე სახელმძღვანელოში არსებული მოსწავლეთა ნაშრომები.საკუთარი დოკუმენტი მოვათავსე ფოსტის საქაღალდეში.

Sunday, May 8, 2016

5დღე

დღეს გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, ვისწავლეთ სლაიდ-შოუს გაკეთება.ასევე დავწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც უნდა ქონდეთ მოსწავლეებს როგორც საგნის,ისე ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენებით.ჩვენი პროექტის საქაღალდე გადავიტანეთ ფოსტის დისკზე,გავეცანით ტექნოლოგიურ  საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებლივ და ეთიკურ ნორმებს.

Saturday, May 7, 2016

4 დღე

დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მიმართულების საკვანძო კითხვების მაგალითები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.

Sunday, April 24, 2016

3დღე

       
                       
   
ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა. დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი,გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ncp.ge-დან საგნობრივი სტანდარტი  მივუსადაგეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ჩვენს პროექტს.